ცენტრის შესახებ. ცენტრის სტრატეგია 2015-2018 უწყვეტი განათლების სახელმძღვანელო

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრი დაარსდა  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული პროექტის “SSRULLI“ „Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions, (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) ფარგლებში.

პროექტის მიზანია  საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის  პარტნიორ  უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების ცენტრების  სტრატეგიის შემუშავება, დაფუძნება და  განვითარება პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

ცენტრი აკადემიის სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვან კურსებს, რაც მათ დაეხმარება არსებული კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი კვალიფიკაციის შეძენაში. ამ მიზნის განსახორციელებლად ცენტრი გეგმავს და ატარებს ერთის მხრივ სტუდენტების საჭიროებების შესაბამის კურსებს, ხოლო მეორეს მხრივ აკადემიის რესურსებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ფართო საზოგადოებას სთავაზობს სასერტიფიკატო პროგრამებს.

 

პროექტი SSRULLI  და პარტნიორი ორგანიზაციები

             01         03
   
07  08  09  10  11   12
13   14

 

თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების სტრატეგია 2015-2018

pdf_geo

“მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა ” – სახელმძღვანელო  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

pdf_geo