გიდის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი

გიდის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი

კურსის მოცულობა:  20 საათი ( კურსი ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს – 16:30 – 19:30 ). გასვლითი პრაქტიკული ლექცია – 5 საათი.

კურსის ხანგრძლივობა : 2 კვირა

კურსის ხელმძღვანელი: ნინი სანადირაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსი განკუთვნილია გიდებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ აიმაღლონ კვალიფიკაცია; დაეუფლონ გიდისთვის სასარგებლო უნარ-ჩვევებს.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
გიდის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს მიღებულ ცოდნასთან ერთად იმუშაონ პრაქტიკულ მასალაზე. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს კვალიფიციური ცოდნა ტურიზმის საქმიანობაში ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების -გიდის საქმეში. დაეუფლოს ტურიზმის მიმართულებით გიდის პროფესიის სპეციფიკას. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებმა შეძლონ საექსკურსიო ტექსტის მომზადება და პროფესიული საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მოძიება,დამუშავება და შენახვა; მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა; რუკის დახმარებით ქვეყნის გაცნობა;ექსკურსიის ჩატარება; ტრანსპორტის, კვების ღამისთევის ორგანიზება;ტურის მსვლელობის ხარისხის კონტროლი; ტურის მიმდინარეობის შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;უსაფრთხოების წესების და ეთნო კულტურების და ტრადიციული დამოკიდებულებების შესახებ.

კურსის ღირებულება:  250 ლარი ( კურსის საფასურის გადახდა ხდება სრულად, კურსის დაწყებამდე)

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების  სერტიფიკატი

რეგისტრაცია