აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

კურსის მოცულობა:  112 საათი
კურსის ხანგრძლივობა: 7 თვე,  კვირაში ორჯერ, ორი  აკადემიური საათი.
პედაგოგები : თეა ტაბატაძე, ნინო კოპაძე
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
კურსის მიზანია მოამზადოს აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.  მოსამზადებელი კურსი მოიცავს მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორიის ძირითად ეტაპებს, უმთავრეს მოვლენებსა და ფაქტებს, მნიშვნელოვან ხელოვანთა შემოქმედებას პრეისტორიული ხანიდან მე-20 საუკუნის ხელოვნების ჩათვლით. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამის შესაბამისად, ხელოვნების ისტორიის გარდა, იგი ითვალისწინებს ხელოვნების ძირითადი ცნებებისა და ტერმინების, მასალისა და ტექნიკის შესახებ აბიტურიენტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
კურსის დასრულების შედეგად მოსწავლე, აბიტურიენტი შეიძენს ცოდნას ხელოვნების პერიოდების, სტილების, მიმდინარეობების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, გამოუმუშავდება ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებისა და შეფასება-ანალიზისის საწყისი უნარები, შეძლებს ძირითადი ცნებებისა და ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას.
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსი განკუთვნილია აბიტურიენტთათვის.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: წინაპირობის გარეშე
კურსის   ღირებულება:  500 ლარი, თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად.