მხატვრული თექის შემსწავლელი კურსი

კურსის მოცულობა:           36 საათი
კურსის ხანგრძლივობა :    21  დღე ( მეცადინეობა ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათს,პარასკევს  12:30  – 15:30  სთ. შაბათს 12:00-16:00 სთ. )
კურსის ხელმძღვანელი:    თინათინ კლდიაშვილი,  თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სრული    პროფესორი.
კურსის პედაგოგი :      ლელა კულიანი
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  კურსის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე თექის  დამზადების  ტექნოლოგიის შესწავლა.  ადგილობრივი თუშური მატყლის, მირინოსის მატყლის და დამხმარე მასალების გამოყენებით  სიბრტყობრივი და მოცულობითი ნამუშევრის შექმნა.
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:    კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომლის მიზანია შეისწავლოს  მხატვრული   თექის დამზადების  ტექნოლოგია. ასევე მათთვის, ვისაც გააჩნია გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია.
 კურსის   ღირებულება:   300 ლარი. კურსის საფასურის გადახდა ხდება სრულად, კურსის დაწყებამდე.
კურსის  მსმენელებს თავად მოუწევთ  სამუშაო მასალის შეძენა ( ნაწილობრივ).

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სერტიფიკატი.

რეგისტრაცია