ტიხრული მინანქრის შემსწავლელი კურსი

კურსის მოცულობა:        34 საათი
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე  ( მეცადინეობა ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათს,პარასკევს და შაბათს  18:30 – 20:30 სთ)
კურსის ხელმძღვანელი: ანდრო გიორგაძე 
კურსის პედაგოგი : ნათია ნიკოლაიშვილი
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგებიკურსის  მიზანია მსმენელებს   შეასწავლოს ტიხრული მინანქრის შესრულების თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩამოუყალიბოს მასალაზე მუშაობის მხატვრული და პრაქტიკული უნარები: ესკიზის შერჩევა-შექმნა,  ფორმისა და ტიხრების დამუშავება, დამზადება.
კურსის ბოლოს მსმენელები  შეძლებენ მინანქრის ნაკეთობის დამოუკიდებლად შექმნას.

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:კურსი განკუთვნილია  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომლის მიზანია შეისწავლოს   ტიხრული მინანქრის მხატვრული ნაკეთობის შესრულების ტექნოლოგია.    ასევე მათთვის, ვისაც  გააჩნია გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია.

კურსის   ღირებულება:   300 ლარი. კურსის საფასურის გადახდა ხდება სრულად, კურსის დაწყებამდე.
კურსის  მსმენელებს თავად მოუწევთ  სამუშაო მასალის შეძენა ( ნაწილობრივ). 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სერტიფიკატი.

რეგისტრაცია