მხატვრული კერამიკის შემსწავლელი კურსი

კურსის მოცულობა:  40 საათი
კურსის ხანგრძლივობა : 2 თვე ( მეცადინეობა ჩატარდება სამშაბათს,  ხუთშაბათს  და პარასკევს 19:00-20:30  სთ).

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი იაშვილი -დიზაინის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
პედაგოგები:     აკაკი ინანიშვილი, ილია ბიგანაშვილი – დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორები.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს  გაეცნონ მხატვრული კერამიკის არსს,  ტრადიციულ და თანამედროვე  ტექნოლოგიებს . მონაწილეებს  უშუალოდ შეხება ექნებათ თიხის ნაირსახეობებთან და შესრულების განსხვავებულ ტექნიკებთან.

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს მხატვრული კერამიკის ზოგადი საფუძვლების შესწავლა,  ასევე მათთვის ვისაც  გააჩნია გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: წინაპირობის გარეშე

კურსის ღირებულება:    360 ლარი ( კურსის საფასურის გადახდა ხდება სრულად, კურსის დაწყებამდე)

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სერტიფიკატი.

რეგისტრაცია