ფოტოხელოვნების კურსი

კურსის მოცულობა: 25 საათი

კურსის ხანგრძლივობა :  1 თვე  ( მეცადინეობა ჩატარდება ოთხშაბათს და პარასკევს  19:00-22:00 სთ)

კურსის ხელმძღვანელი: ნათელა გრიგალაშვილი

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  კურსი მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ  ფოტოგადაღების ტექნიკა, ფოტოაპარატის აგებულება, გადაღების სახეობები. გაეცნონ  ფოტოგრაფიის ისტორიასა და მიმართულებებს.კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები  დამოუკიდებლად შეძლებენ  ფოტოს გადაღებას, მის დამუშავებასა და ხარისხიანი შედეგის მიღებას.

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:  კურსი განკუთვნილია  დამწყებთათვის, ვისაც სურს ფოტოგრაფიის შესწავლა.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: მსმენელებს  უნდა ჰქონდეთ ფოტოაპარატი.

კურსის ღირებულება:  250  ლარი ( კურსის საფასურის გადახდა ხდება სრულად, კურსის დაწყებამდე).

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სერტიფიკატი.